პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მმართველი პარტიის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას გამორიცხავს.
როგორც ხუხაშვილმა „პრაიმაიმნიუსთან“ განაცხადა, “ივანიშვილის ყოველთვის პირველობა ურჩევნია”.
„გამორიცხულია, რომ ბიძინა ივანიშვილი რიგითი დეპუტატობის კანდიდატი იყოს. ბიძინა ივანიშვილი ან პირველი იქნება, ან – არსად. მე ვიცი, ბიძინა რა ინფორმაციას, ვის უგდებს და რაზე ალაპარაკებს. ბიძინა უნდა იყოს ან პირველი, ან ბოლო. შუაში ბიძინას ყოფნა წარმოუდგენელია. ეს ლოგიკა არღვევს ყველაფერს, რაც დღემდე უშენებია.
ივანიშვილს თუ უნდა, რომ თავისი რენომე შეინარჩუნოს, მაშინ მაჟორიტარად უნდა იყაროს კენჭი და არა პროპორიციული სიით. სიაში რომელ ნომრად უნდა ჩაეწეროს. მისი დაკნინება გამოდის, თუ პირველი არ იქნება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, დეპუტატი გახდეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ ინფორმაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ექსპერტმა გია აბაშიძემ მიაწოდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











