„წლების განმავლობაში ეს დღე დავიწყებულია და დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ 26 მაისს აღნიშნავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტად დევს ეს რეფერენდუმი” – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„ეს იყო ძალიან ძლიერი სვლა. ეს იყო საქართველოს, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ძალიან ძლიერი ფუნდამეტის ჩაყრა, რომელზეც უნდა ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო დაფუძნებულიყო. სამწუხაროდ, მერე ჩვენი ისტორია სხვანაირად წავიდა,“ – განაცხადა გიორგობიანმა.
წამყვანის კითხვაზე კი, იყვნენ თუ არა, დეპუტატები უზენაეს საბჭოში, რომლებმაც რეფერენდუმს ხელი არ მოაწერეს პასუხობს, რომ – იყვნენ.








