პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, გახარიას ქმედებებს დაერთო ჭორი, რომ თითქოს მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდა და ამიტომ ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.
„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი „ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი.
მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.
ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. ამ პრემიერ-მინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, თითქოს ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებგან. თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული. მისი ხედვა არის გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელსაც არასდროს გაურბოდა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშილის განცხადებას მალევე გამოეხმაურა.











