fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბიძინა ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის – New Europe

12:40 იანვარი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
863
ნახვა

„მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის”, – ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

„2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ბოლო პერიოდში – ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს. მისმა პარტიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში. მიუხედავად მისი ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა – „სინათლის ქალაქი გორაკზე“ წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული შთაგონების წყაროს. დღეს კი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის უმჯობესია, არ მიაქციონ ყურადღება აშშ-ის მილიარდერ პრეზიდენტს, რომელიც უარს ამბობს თეთრის ახლიდან გამოსვლაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ – და, ამის ნაცვლად, ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, კერძოდ ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ევროპაში წარმოქმნილ დემოკრატიებს, იქნება ეს ფინანსური, საგანმანათლებლო თუ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უეჭველად გაგრძელდება კიდეც. მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია თავად ამ ქვეყნებში ლიდერობის ჩამოყალიბება.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით“, – ნათქვამია სტატიაში.

 

წყარო: Imedinews

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

დეკემბერი 8, 2021
823
მთავარი ამბავი

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა და უბანი კომენტარის გარეშე დატოვა

ოქტომბერი 2, 2021
777
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – გაუსაძლისი იყო ქვეყანაში ცხოვრება, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი

სექტემბერი 10, 2021
761

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია