პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
„სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ ბატონი გოგის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.
რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა.











