„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლით, საკუთარი გუნდი მიატოვა. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახალ ქვეყანაში საშიში პროცესი იწყება.
„ბიძინა ივანიშვილი წასვლით არსადაც არ წასულა, გამოკვეთილად ჩანს, რომ მასზე ძალიან იმოქმედა მერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა. მეტსაც გეტყვით, ძალიან საშიში პროცესი ახლა დაიწყო, ამ წამს პირდაპირ რუსეთის ხელშია საქართველოს ხელისუფლება, ახლა არის ყველაზე საშიში პერიოდი. თვითონ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა ივანიშვილს მისცა ხმა, მათ კობახიძისთვს ხმა არ მიუციათ. მე მომწონს, ყველა ვარიანტში, რაც მოხდა. გუნდი ჭაობში ჩატოვა და თვითონ გემბანიდან გაიქცა“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა.











