„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა. არჩევანი მან მთაწმინდაზე, #144-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად დააფიქსირა.
ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.











