ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გამართულ ტელეპრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არც აქებს და არც აძაგებს.
“მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, მან ასე განაცხადა, და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო შვიდი წლის განმავლობაშო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია…
მე მას არც ვაქებ და არც ვაძაგეებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მესმის, რამდენ ხალხს უნდა აქ ჭორაობა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ მაშინ, როცა ადმიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე”,- განაცხადა გახარიამ.











