პირველი 2 კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია იმუნიტეტის ფორმირებისთვის, თუ ამ დროს თრობას მოაყოლებთ, ვაქცინა სათანადო ეფექტს ვეღარ მოგვცემს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.
მისი თქმით, მინიმალური რაოდენობით 1-2 ჭიქა დასაშვებია, მაგრამ თრობა და ზეჭარბი გამოყენება მიუღებელია.
„ჭარბი ალკოჰოლის გამოყენება იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. დალევას რაიმე გამძაფრებული ალერგიული რეაქცია კი არ მოჰყვება, უბრალოდ ვაქცინას არ ექნება შედეგი. პირველი 2 კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია იმუნიტეტის ფორმირებისთვის, თუ ამ დროს თრობას მოაყოლებთ, ვაქცინა სათანადო ეფექტს ვეღარ მოგვცემს. ანტისხეულების ტიტრთან მიმართებაში, დაბალი ექნება ორგანიზმს. ამიტომ, მინიმალური რაოდენობით 1-2 ჭიქა დასაშვებია, მაგრამ თრობა და ზეჭარბი გამოყენება მიუღებელია და არ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა გადაცემაში „ახალი დღე“.










