„ამ ეტაპზე, ვერც ერთი ვაქცინა ვერ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთჯერადი ვაქცინაცია საკმარისი იქნება“,- ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა.
ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
მისი თქმით, კორონავირუსის იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, შესაძლოა, კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის არა ერთი, არამედ რამდენიმე დოზა იყოს საჭირო.
„დაავადების გავრცელების შესაჩერებლად საჭიროა, ვაქცინაციის გლობალური დაფარვის მაჩვენებელი 70-80% პროცენტი იყოს“,- აღნიშნა გეითსმა.











