Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის განცხადებით, კოვიდის ვაქცინებისა და მკურნალობის შედეგად შესაძლოა, აშშ ცხოვრების ნორმალურ რიტმს 2021 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდეს.
მისი თქმით, მომავალი რამდენიმე თვე მძიმე ქვეყნისთვის მძიმე იქნება, ამიტომ მან მოსახლეობას პრევენციული ზომების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ახლა მოსახლეობას შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ და პანდემია დაასრულონ, არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და კონტაქტების შეზღუდვა“,- აცხადებს ბილ გეიტსი.