Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ მომდევნო 4-6 თვე პანდემიის ყველაზე ცუდი პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, მომდევნო 4-6 თვე პანდემიის ყველაზე ცუდი პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს. პროგნოზის მიხედვით, ამ პერიოდში აშშ-ში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 200 000-ზე მეტი შემთხვევაა მოსალოდნელი“, – აღნიშნა ბილ გეიტსმა.











