fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბილ გეიტსის 3 რჩევა მსოფლიოს, მომავალი პანდემიების დასაძლევად

14:35 თებერვალი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

„პანდემიებისთვის მომზადება ისევე სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, როგორც ომის საშიშროება“,- ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა,  ბილ გეიტსმა განაცხადა.

ინფორმაციას cnbc-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბილ გეიტსს აქვს გარკვეული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მსოფლიო მომავალ პანდემიებს.

გეიტსის თქმით, მსოფლიომ ყოველწლიურად მომავალი პანდემიებისთვის მოსამზადებლად მილიარდობით დოლარი უნდა გამოყოს.

„ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო და ყველაზე ეფექტური სადაზღვევო პოლისია, რომლის შეძენაც მსოფლიოს შეუძლია”, – აცხადებს გეიტსი.

3 სტრატეგია, რომელიც ბილ გეიტს მიაჩნია, რომ მომავალ პანდემიების დროს მსოფლიოს დაეხმარება:

1) მეგა-ტესტირება და სწრაფი მკურნალობა

„იმედი მაქვს, რომ მომავალი პანდემიის დროს გვექნება ის, რასაც მეგადიაგნოსტიკურ პლატფორმას უწოდებენ,  რომლის საშუალებითაც კვირაში მოსახლეობის 20%-ის ტესტირება იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა გეიტსმა.

გეიტსის განცხადებით, ტესტირების გარდა აუცილებელია თერაპიული მკურნალობის მეთოდები, მაგალითად როგორიცაა მონოკლონური ანტისხეულების თერაპია, რომელმაც კოვიდთან ბრძოლაში ეფექტურობა აჩვენა და სიკვდილიანობის რისკი შეამცირა.

ბილ გეიტსი იმედოვნებს, რომ RNA ვაქცინების ეფექტურობა გაიზრდება.

„ვფიქრობ, რომ mRNA ვაქცინების განვითარება და მისი  5-10 წლის განმალობაში შენახვა უფრო მარტივი იქნება“,- განაცხადა გეიტსმა.

2) ინფექციონისტთა ჯგუფი, რომელიც ვირუსის აფეთქებებს მალევე შენიშნავს

დეკემბრის დასაწყიში, გეიტსმა განაცხადა, რომ საჭიროა ინფექციონისტთა 3 000-იანი ჯგუფის არსებობა, რომლებიც სწრაფადვე შენიშნავენ პანდემიის საშიშროებას და მის შესახებ ინფორმაციას მალევე მიაწვდიან შესაბამის ორგანოებს.

გეიტსის თქმით, უნდა შეიქმნას ე.წ. მასშტაბური „გლობალური განგაშის სისტემა“,რომლის საშუალებითაც სამედიცინო პერსონალს პაციენტების მონაცემების აღრიცხვა და ტენდენციების სწრაფად იდენტიფიცირება შეეძლება.

3) აუცილებელია სხვადასხვა სახის სიმულაცია

გეიტსის თქმით უნდა არსებობს სიმულაციური თამაშები, რომლებიც ინფექციონისტებსა და ექსპერტებს მოამზადებს იმისთვის, რომ პანდემიის დროს ეფექტურად იმოქმედონ. ისევე, როგორც ბრძოლისა და ომის წინ იწვრთნებიან სამხედროები.

გეიტსი აცხადებს, რომ აშშ-ს რესპირატორულ დაავადებათა ბრძოლაში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ ქვეყნის რეაგირება პანდემიაზე ეფექტური არ იყო.

„სიჩქარე აუცილებელია პანდემიის დროს. რაც უფრო სწრაფად იმოქმედებ, მით უფრო სწრაფად შეაჩერებ ვირუსის შემთხვევების ზრდას“,- განაცხადა ბილ გეიტსმა.

თეგები: ბილ გეიტსიკორონავირუსის პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
876

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია