აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მას სისხლში ინფექცია აღამოჩნდა და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.
ბილ კინტონი საავადმყოფოში სეფსისის დიაგნოზით მოათავსეს და ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.მისი ოჯახის წევრების განცხადებით, კლინტონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ის კარგ განწყობაზე, მადლიერია ექიმებისა და ექთნების, რომლებიც მას საჭირო დახმარებას შესანიშნავად უწევენ“, – ნათქვამია ექიმების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბილ კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1993-2001 წლებში იკავებდა.










