ბილი და მელინდა გეიტსები 27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდებიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
წყვილმა დაშორების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.
„დიდი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე მუშაობის შემდეგ, ქორწინების დასრულება გადავწყვიტეთ. 27 წლის განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ 3 არაჩვეულებრივი ბავშვი და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს ეხმარება. ფონდში მუშაობას კვლავაც ერთობლივად გავაგრძელებთ, მაგრამ აღარ გვჯერა, რომ ჩვენი ცხოვრების მომდევნო ეტაპზე შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ, როგორც წყვილი. ჩვენ გვჭირდება სივრცე და განმარტოება ამ ახალი ეტაპის დასაწყებად“,- წერია ბილ გეიტსის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
— Bill Gates (@BillGates) May 3, 2021











