თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედროებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ ბინები მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაეცემათ. ამის შესახებ მან მთავრობი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს განვიხილეთ ინიციატივა და მივიღეთ დადგენილება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ.
ამით ასევე ისარგებლებენ ის ოჯახები, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ აღნიშნულ საცხოვრებელ შენობებში საკუთრებას, მაგრამ ბინების საკუთრებაში არარსებობის გამო ვერ აუმჯობესებდნენ საცხოვრებელ პირობებს.
ბინები მდებარეობს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ასევე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში. ბინები გადაეცემათ როგორც ყოფილ, ისე მოქმედ სამხედროებს,ა სევე სოციალურად დაუცველებს და დევნილ მოქალაქეებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:











