fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბიორნ სოდერი: საერთაშორისო საზოგადოება ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს, ოპოზიციამ კონსტრუქციულად უნდა იმოქმედოს

15:24 ნოემბერი 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

„დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმოქმედონ: მათ შორის, უარი თქვან არჩევნების მეორე რაუნდის ბოიკოტირებაზე, რაც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობას“, – ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბიორნ სოდერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე, რადგან ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა საქართველოც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

„საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე. და ეს პროცესი უკვე ამოქმედებულია. ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, საქართველოც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე (მათ შორისაა მიმდინარე COVID პანდემია) და ქვეყანას სჭირდება ფუნქციონალურად გამართული პარლამენტი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სადამკვირვებლო მისიები, ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს. დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმოქმედონ: მათ შორის, უარი თქვან არჩევნების მეორე რაუნდის ბოიკოტირებაზე, რაც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობას“, – განაცხადა შვედმა დეპუტატმა. 

სოდერი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტონი კოქსის მიმართ.

„ევროპის სამეზობლოში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუკი გვსურს თავისუფლების გავრცელების გაგრძელება, როგორც ეს ევროპაში გასული საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში ხდებოდა. ამ მიზნის მიღწევას ერთგულად ემსახურება ევროკავშირი ისევე, როგორც ეუთო და ევროპის საბჭო. და სწორედ ამ მიზნით ვმონაწილეობთ მე და ბევრი სხვა ევროპელი კანონმდებელი არჩევნების მონიტორინგის მისიებში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მედიაში გააჟღერა უსაფუძვლო პრეტენზიები ამ ორგანიზაციების როლისა და მათი არჩევნების მონიტორინგის მისიების მისამართით. ეს პრეტენზიები უნდა გაქარწყლდეს. ოქტომბერში მე ვიყავი საქართველოს არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრი და თვალყურს ვადევნებდი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების 1-ლ ტურს – ისევე, როგორც ჩემი ბევრი კოლეგა ევროპის საბჭოდან.

სააკაშვილის თეორია, თითქოს რუსეთი ამ პროცესში ამა თუ იმ გზით იყო ჩართული და მართავდა ხსენებულ მისიებს, სიცრუეა და იმ პარლამენტარების შეურაცხყოფა, რომლებიც ენერგიას არ ვზოგავთ მთელ ევროპაში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. მისი კომენტარები ასახავს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის (ევროპის სახალხო პარტიის სტაჟიანი წევრი) ავტორიტარულ მსოფლმხედველობას და ანტიევროპულ მიდგომას.

როგორც კარგად მოგეხსენებათ, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიები არაპარტიულია: ჩვენი წევრები არიან კონსერვატორები, სოციალისტები, ლიბერალები და ასე შემდეგ. ჩვენმა მისიებმა საქართველოში ადგილზე შეაფასეს საარჩევნო პროცესი ხელმისაწვდომი საარჩევნო მონაცემების, მედიაგარემოს ანალიზის და სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე. ჩვენი საბოლოო შეფასებაც ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტორებს, ანუ დემოკრატიას და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკას.

საქართველოს არჩევნებში ყველა პროცესი არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული. და შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს არავითარი ეჭვები.

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. ეუთო და ევროპის საბჭო არიან ავტორიტეტული და დიდი ხნის წინ დამკვიდრებული საერთაშორისო ინსტიტუტები. სააკაშვილის მხრიდან თავდასხმები მათ მიუკერძოებლობაზე სრულიად უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია. ეს თავდასხმები ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ქმნიან ძალიან ნეგატიურ პრეცედენტს, რომელსაც ჩვენ არ უნდა მივცეთ ფესვების გადგმის საშუალება.

ყოველივე ეს მიუთითებს საგანგაშო ანტიდემოკრატიულ მახასიათებელზე, რომ სააკაშვილი არ არის მზად ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტის მისაღებად. უფრო მეტიც, იგი დაეცა შეურაცხყოფებისა და არარეალისტური ბრალდებების დონეზე ნებისმიერი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც კი ადასტურებს არჩევნების შედეგების ფაქტს. უპასუხისმგებლობაა და უგუნურება, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში.

თუკი სააკაშვილს ამის გაკეთება არ შეუძლია და ურჩევნია მედიის მეშვეობით ანტიევროპული შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, იგი, ალბათ, უნდა გამოირიცხოს კონსტრუქციული მომავლის სურათიდან. გულწრფელად გამოვთქვამ იმედს, რომ მის კომენტარებს არ ექნება გავლენა ქართველებზე, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებით“, – აცხადებს შვედი დეპუტატი.

თეგები: ბიორნ სოდერი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია