ბიოტექნოლოგიური კომპანია, Moderna კორონავირუსის ვაქცინის ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კლინიკურ ცდებში 30 ათასზე მეტი ზრდასრული მოხალისეა ჩართული. ისინი 28 დღის განმავლობაში ვაქცინის 2 დოზას მიიღებენ. მეცნიერები დააკვირდებიან რამდენად დაიცავს ვირუსისგან მოხალისეებს ვაქცინა.
ცნობისთვის, ესაა ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის, mRNA-1273-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა, რომლის მიზანიც სიმპტომური COVID-19-ის პრევენციაა.
mRNA-1273-ი კორონავირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილისგან შედგება. ეს ადამიანების კოვიდით დაინფიცირებას არ გამოიწვევს, თუმცა იმუნურ სისტემას ვირუსის ამოცნობაში და ბრძოლაში დაეხმარება.











