შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში კაცმა ქალის დაწვა 30 ივნისს სცადა. ბრალდებულმა გოგოს სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, – ამბობს პროკურორი.
ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეეფარდა. რაც შეეხება გოგოს მდგომარეობას, ის 24 წლის გოგოს, ის სხეულის 37%-ის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.











