საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ, რის შემდეგაც ცვლილებების საკომიტეტო განხილვები დაიწყება.
უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კოდექსის საპარლამენტო განხილვაში და საკუთარი შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული საპარლამენტო განხილვები ორი თვის ვადაში დასრულდება.











