თემურ ჭყონიას თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას კონსტრუქციული და მეგობრული საუბარი გაიმართა.
„საუბარი იყო მეგობრული, კარგი, კონსტრუქციული. ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. ჩემდა გასაკვირად, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში თავის თავზე პირადად იღებს ბევრ ვალდებულებას, რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. ერთი სიტყვით, პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“, – განაცხადა ჭყონიამ.











