აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეფ ბორელი ერთობლივ განცხადებას აცელებენ.
აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
„ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ ისინი მოწოდებული არიან, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, მავნე კიბერ საქმიანობას.
მათ ასევე გადაწყვიტეს გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.











