სმარტფონის პრობლემა
სმარტფონს თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია… გარდა მაღალი და სუფთა ხმის გამოცემისა. ხმა დახშულია, თლილი და სუსტი. ამავდროულად, ყოველთვის უზარმაზარი დინამიკის თან ტარება მოუხერხებელია. მაშინ, რა ვარიანტებია მათთვის, ვისაც სურს მოუსმინოს პოდკასტებს ან მუსიკას მეგობრებთან ერთად, ისე რომ დაბალი ხარისხის ხმის გამოცემის სისტემაზე არ იდარდოს?
პორტატიული დინამიკი შენი სმარტფონისთვის
მიზეზი, რატომაც მობილურები არ გამოსცემენ კარგ ხმას, არის ის, რომ მათი შიდა დინამიკები უბრალოდ ძალიან პატარაა. რაც უფრო დიდია მობილური, მისი ხმაც მით უკეთესი იქნება.
ძველებური, სადენიანი დინამიკები ხმის სიმძლავრით გამოირჩევა. თუმცა, დიდი სპიკერის ტრანსპორტირება რთული ხდება. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რომელ ასპექტს მიენიჭოს პრიორიტეტი: პორტაბელურობა თუ ხმის ხარისხი.
საბედნიეროდ, დღეს არსებობს მრავალი დინამიკი, რომელიც სრულყოფილ ბალანსს იჭერს კომფორტსა და ფუნქციების სიმრავლეს შორის.
ბლუთუზ დინამიკებმა გრძელი გზა გაიარეს და ახლა ის ყველასთვის გამოსაყენებელი შენაძენია. თანამედროვე დინამიკი გვთავაზობს:
- გაუმჯობესებულ ხმის სისტემას.
- ელემენტის ხანგრძლივობას. გაფართოებულ ბლუთუზ დიაპაზონს და უფრო საიმედო კავშირს
- გაზრდილ გამძლეობას.
- ბევრი ასევე მთლიანად წყალგაუმტარია.
ჯიბის სპიკერი
რაც შეეხება პატარა “ჯიბის” დინამიკებს, მათი ბასის გამავალი სისტემა მაინც შეზღუდულია. მაგრამ მათი მცირე ზომის მიუხედავადაც, ბევრი მოდელი ახერხებს მოლოდინის გადაჭარბებას.
მაგალითად, “Xiaomi-ს” „Portable Bluetooth Speaker“ მიკრო დინამიკი სწორედ ბასის ხმის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ერთი ასეთი დინამიკი ძალიან მაღალ ხმას ვერ გამოსცემს, მაგრამ ორი ერთად მთელს ოთახს სასიამოვნო ჟღერადობით შეავსებს. ეს დინამიკი შედარებით დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
დინამიკი ღია სივრცისთვის
პიკნიკისთვის, სასეირნოდ ან უბრალოდ, მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ მუსიკის მოსასმენად წყალგაუმტარი დინამიკები შესანიშნავი ვარიანტია და წვიმასაც კი გადაურჩება. ასევე, ხშირად სპიკერებს ხელის მოსაკიდი კავი აქვს, რაც მის ტარებასაც ამარტივებს. თუმცა, თუ უფრო მეტად გინდათ მუსიკის ხმის ამაღლება და პიკნიკზე ყველას გახალისება, ამისთვის უფრო დიდი და ძლიერი დინამიკები დაგჭირდება.
მაგალითად, “JBL PartyBox.” ეს დინამიკი მოცულობით შედარებით დიდია, მაგრამ მისი ტრანსპორტირება მანქანით მარტივად არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი, რომელიც კლასიკური, ამასთანავე სუპერ-თანამედროვეა, არის “Marshall”-ის დინამიკები. ეს ბრენდი დინამიკის მრავალ ვარიაციას გვთავაზობს – ჯიბის სპიკერიდან დაწყებული, დამთავრებული დინამიკით, რომელიც ხმის ვიბრაციებით თავს კონცერტზე გაგრძნობინებს.
საუკეთესო დინამიკის პოვნა უკვე მარტივია
პორტატიული, ბლუთუზ დინამიკების კრეატიულობა და პარამეტრები უსაზღვროა. მიუხედავად იმისა, თუ თქვენთვის პრივილეგიაა პრაქტიკული ფუნქციები, როგორიცაა წყალგამძლეობა და ელემენტის გამძლეობა, ან სახალისო ვიზუალური ეფექტები და მარტივად ტარების ვარიანტები, დღეს დინამიკების მრავალი ვარიაცია არსებობს და შეძლებთ ზუსტად იპოვოთ თქვენთვის საჭირო თვისებების კომბინაცია ადვილად სატარებელ, ბლუთუზ დინამიკში.