„ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით“,- ასე მიმართა ეკონომიკის მინსიტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან იპოდრომის შესყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„მეგობრებო, სერიოზული კითხვები დამისვით ხოლმე. კითხვა იყო, რომ „ქართუ ფონდს“ საიდან აქვთ სახსრები? ძალიან კარგად იცის ყველამ რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არის ერთადერთი შემომწირველი „ქართუ ფონდის“.
უზარმაზარი ქველმოქმედება აქვთ მათ ფონდის მეშვეობით განხორციერებული 3 მილიარდზე მეტი, რაც არის საერთაშორისო აუდიტით დადასტურებული და ამ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით არ აქვთ კითხვები? ძალიან გთხოვთ, ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით“,- ამბობს ნათია თურნავა.











