ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენიამ კორონავირუსი დაამარცხა.
მონასტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, დედა თეოდორა სრულად გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.
შესაბამისი კვლევების შედეგად, კოვიდ-19 არ ადუდასტურდა მასთან კონტაქტში მყოფ არცერთ მონაზონს.
მონასტრის წინამძღვარს, კორონავირუსი 18 დეკემბერს დაუდგინდა.
ამის გამო, დედათა მონასტერი სამი კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო. მუშაობა დროებით შეაჩერა, საეკლესიო მაღაზიამაც, სადაც მონასტერში დამზადებული პროდუქცია იყიდება.
ბოდბეში, საშობაო წირვა-ლოცვაც მცირე მასშტაბითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ჩატარდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











