fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ… სააკაშვილი არის ეპოქის გმირი! – გუბაზ სანიკიძე

23:28 ივნისი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი აქვს.

„მე ვერაფრით ამოვხსენი, როცა ადამიანები ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება…
და აბა ვის აქვს უფლება?!.. ვინმეს აქვს უფლება, აუკრძალოს ქართველ კაცს, გადავდოთ გვერდზე ვინმეს სახელი და გვარი, სამშობლოში დაბრუნება? დიახ, კანონებით მოხდება ეს, აბა უკანონოდ?
და სააკაშვილი რომ საჭესთან ზის და ახლაც საჭესთან ზის, რა არის ამაში გასაკვირი?..

რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ და სხვათაშორის, ოპოზიციაშიც!

მე რაღაც უსამართლობის განცდა მრჩება მიშასთან დაკავშირებით, როგორც ექცევიან და გულწრფელად და პირდაპირ უნდა ვთქვა ახლა – ჩემთვის მაგალითად გაუგებარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს, სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოშიო და გვერდზე ბოკერია უზით.

მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს არც ბოკერიასთან, არც სხვასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს და ყველას თავისი ჯვარი აქვს სათრევი. მაგრამ, როცა სააკაშვილზე იძახი, რომ არ უნდა ჩამოვიდესო და ამ დროს, ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ იმ გუნდთან, რომელიც სააკაშვილთან იყო აფილირებული, და მარტო აფილირებული კი არა, საერთოდ მისი გუნდი იყო, ეს რანაირი პრინციპულობაა, ვერ გავიგე.

სააკაშვილი რა, ვერ გავიგე, მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის? და ვის აქვს სააკაშვილზე მეტი უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყოს?

შეიძლება ყაყანი ატყდეს, და ვიცი, დიდი ყაყანი ატყდება ახლა ოპოზიციაში, მაგრამ ღიად მინდა ვთქვა. რა ვქნა, დიდი ბოდიში ჩემო მეგობრებო, მაგრამ ეს უნდა ვთქვა:

სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით.. თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით…

მე მრჩება შთაბეჭდილება და კი არ მრჩება, უკვე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, აქვთ სააკაშვილის კომპლექსი!..

მორჩა და გათავდა!.. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან!… ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლებიც… ასე ჩანს…

რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი? იმიტომ, რომ მისი კომპლექსი აქვთ.
იმიტომ, რომ საქმის გამკეთებელი მარტო სააკაშვილია…

მე 30 წელია ამ საქმეში ვარ, განსხვავებით სხვებისგან… 30 წელია, რა უბედურებაც ჩემმა ქვეყანამ გამოიარა, ჩემს თავზეც გადაიარა და ჩემს ზურგზეც გადაიარა… მე 7 ნოემბერსაც მიტინგზე ვიყავი და 20 ივნისსაც მიტინგზე ვიყავი, განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსისგან, რომლებიც არც მაშინ იყვნენ და არც ახლა მიტინგებზე, მაგრამ ჭკუას მასწავლიან…

არც მაშინ მქონდა რაიმე პიროვნული მიშას წინააღმდეგ და არც ახლა მაქვს პიროვნული ბიძინასთან… ჩემთვის მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩემს ქვეყანას უშავებს ბიძინა ივანიშვილი..

და მე ერთი ვიცი – მიხეილ სააკაშვილის პერსონის და პოლიტიკური წონის გარეშე გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ძვრას ვერ უყოფს ვერავინ! ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ, რაა!..

მარტო აქ კი არა, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურა.

ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა.

ის დიდი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სოლისტია.. მორჩა და გათავდა!..
და ვისაც ეს არ მოგწონთ, ცივი წყალი ბევრია საქართველოში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ

თეგები: გუბაზ სანიკიძემიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
798
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
937

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია