ბოდრუმში, ხანძრების გამო, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ხანძრები ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.










