მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ აერთიანებს არც ოპოზიციას და არც საზოგადოებას. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, სხვა დანარჩენი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ოპოზიციას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს აერთიანებს მთავარი საკითხი – ეს არის ფუნდამენტური წესი, რომ უმრავლესობის წესის გარეშე არავინ შეიძლება დარჩეს საქართველოს ხელისუფლებაში, არც ეს სამარცხვინო ივანიშვილი და მისი კლიუნების გარემოცვა. ამ პოზიციის შიგნით არის მსხვილი ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მანიპულირებადი შედეგებით აჩვენა სხვებზე უფრო დიდი შედეგი – 27 პროცენტი.
დანარჩენი ოპოზიცია არის, რომელსაც 16-17 პროცენტი აქვს, იმათ მეტი აქვთ, მაგრამ ჩვენს შორის სხვა დიდი განსხვავებაა, ეს შეეხება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ფიგურას და მის საქციელს, მის დამოკიდებულებას, მაგრამ ეს მეორე საკითხი არ არის ცენტრალური საკითხი. მესმის, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული ორგანოების მხრიდან ამ საკითხზე ფოკუსირების ინტერესი არსებობს. ეს არ არის მთავარი საკითხი და პირველ ხუთეულშიც არ ხვდება.
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც საზოგადოებას. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, სხვა დანარჩენი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველია,“- განაცხადა ბოკერიამ.











