ბოკერიას ოცნება დიდი სავარძელია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს.
„ბოკერიას ოცნება დიდი სავარძელია. მას მუდმივ ოპონენტად მიხეილ სააკაშვილი ელანდება, რომელიც აქაც და იქაც სერიოზული პოლიტიკური პერსონაა და სერიოზულ პოლიტიკოსად იცნობენ.
მე რაც არ მომწონდა, ეს იყო პენიტენციალური სისტემა და ვიყავით ყველა ოპოზიციაში, მაგრამ რაც მომწონდა ის ახლაც მინდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის გაგრძელდეს . ბოკერიამ სააკაშვილის ჯინაზე ურთიერთობა მკვდარ პარტიებთან გააბა, რომ გაეცოცხლებინა და რეინკარნაცია მომხდარიყო საზარელი ვექტორი“, – ამბობს ჩარკვიანი „ტვ პირველის“ ეთერში.











