დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 123 ექიმი დაინფიცირდა.
„ბოლო დღე-ღამის განვალობაში 1731 ადამიანიდან, 1272 სიმპტომებიანი პაცენტებია, გვიზიანდებიან მედიკოსები, ახალ შემთხვევებში 123-ია მედიკოსების ინფიცირების რიცხვი, სამწუხაროდ იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი კოლეგა,“- განაცხადა გაყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 1600 მდე მედპერსონალია ინფიცირებული.











