გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. გარდა ამისა, ჩინეთში კოვიდის 8 უსიმპტომო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში ვირუსის 89,842 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











