დიდი ბრიტანეთის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 980 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 138 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 673 622 შემთხვევა გამოვლინდა, 43 293 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











