ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 140 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 921 374 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 553 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











