ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 23 ადამიანი გარდაიცვალა.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 304 323 შემთხვევა დადასტურდა, 35 781 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 221 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











