დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აგვისტოს მონაცემებით სულ 1 164 402 აცრა ჩატარდა.
1 დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინით აიცრა 17 670 ადამიანი.











