საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 5900 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1388 -ს შეადგენს.











