27 იანვარს საქართველოში კორონავირუსით 742 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 081, ხოლო გარდაიცვალა 12 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 490 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3069.











