დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 76 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 34 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5 195.