გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 40 ორსულია მოთავსებული.
გარდა ამისა, კლინიკის ცნობით, კოვიდეცენტრში 12 დღის ჩვილიც შეიყვანეს. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა.











