fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 136 კერა დაფიქსირდა

18:24 იანვარი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
998
ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში მიმდინარე ხანძრებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგროც განცხადებაშია ნათქვამი, 4 იანვრის შემდეგ სამსახურში ხანძრის შესახებ 136 შეტყობინებაა შესული.

„136-დან  116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სამეგრელოში – დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში – დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში – დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

გურიაში – დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია.

ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.

საქართველოს მასშტაბით ხანძრების ქრობის საკოორდინაციო სამუშაოებში პირადად არის ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და ადმინისტრირების სამმართველოს უფროს გიორგი გერგაულთან ერთად. ცენტრიდან, ვიდეო ზარების მეშვეობით ხდება ინფორმაციის დამუშავება და კოორდინაცია. სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტი კერაა, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი, მის მოადგილე ლაშა თვაურთან ერთად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიხანძარი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გორში ნასვამმა კაცმა ორ ბინაში ხანძარი გააჩინა

იანვარი 2, 2022
787
მთავარი ამბავი

ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

დეკემბერი 30, 2021
766
მთავარი ამბავი

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე ცეცხლი გაჩნდა

დეკემბერი 25, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია