9 დეკემბერს თბილისში კორონავირუსის 1 637 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონებთან შედარებით დედაქალაქში ამ დრომდე ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, დღეს კორონავირუსით ქვეყანაში სულ 4 734 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 895, ხოლო გარდაიცვალა 38.











