5 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქში კორონავირუსის 2 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი.
ამასთან, დღეს ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5 450 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 036 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 37.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1241 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 6671.











