დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსი ჯამში სატვირთო ავტომობილების 63 მძღოლს აქვს დადასტურებული.
მისი თქმით, ეს ციფრი საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ქვეყანაში ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი.
„მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად გაზრდილია ტესტირება. საზღვარზე შემოსულ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტი აქვთ ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა მოწმდება PCR ტესტით. 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ბოლო 4 კვირის განმავლობაში
ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების სწორედ სატვირთოების მძღოლები არიან. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცათ მათ საშუალება, ინფექციის შემდგომი გავრცელების. ამ სისტემამ კარგად იმუშავა.
63 მძღოლია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი საქართველოში, სადღაც 0.2 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.











