ბოლო ორი დღეა საქართველოში კორონავირუსის 1 000 – ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 18 663-ს შეადგენს.
ზუსტად ერთი თვის წინ, 20 სექტემბერს, ქვეყანაში კოვიდინფცექცია 3 695 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული. როგორც აღმოჩნდა, ბოლო ერთ თვეში კორონავირუსით 15 ათას კაცამდე დაინფიცირდა, რაც ხუთჯერ აღემატება წინა 5 თვეში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას.
ამასთან, მოიმატა გარდაცვლილების რაოდენობამაც. თუ მთელი 5 თვის განამვლობაში ქვეყანაში 20 პაციენტი იყო გრდაცვლილი, ბოლო ერთ თვეში გარდაცვლილების რიცხვი 123-ით გაიზარდა. ამჟამად კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 143-ს შეადგენს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე ამბობს, სიტუაცია საგანგაშოა, რადგან ვირუსის აქტიური გავრცელება უკვე დაიწყო.
კოვიდლეტალობის ქრონოლოგია საქართველოში – 5 თვეში 20 გარდაცვლილი, ბოლო ერთ თვეში კი – 122











