ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 11 033 აქტიური კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, დღეს ბინაზე 6 544 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, დღეს ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გარდაიცვალა 14 ადამიანი. ასევე, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2895.











