23 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 800-ზე მეტი მძიმე კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 330 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 147, იმერეთში – 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41“,- აღნიშნული მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კიდევ 3 958 ადამიანიდაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 531, ხოლო გარდაიცვალა 36.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6 221.











