ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტივიტერზე“ წერს.
პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის გასვლას ეხმაურება.
„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შვიდი წლისთავია! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს.
საქართველო ახლა მზადაა მეტისთვისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისთვის“,– წერს ზურაბიშვილი.
Today marks the 7th anniversary of the #AssociationAgreement between Georgia and the #EuropeanUnion! These past years have shown us that the progress achieved with European rapprochement has no alternative. ?? is now ready for more, concrete steps on our ?? integration path.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 27, 2021











