ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინას ხვალ გაიკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ბრიტანეთის მარეგულებელმა დაამტკიცა, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინისგან მიღებული სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია“,- განაცხადა ჯონსონმა.











