რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 6 ქულის სხვაობით, 19:25 გაიმარჯვა. პირველი ნახევარი ორივე ნაკრებისთვის თანაბარი გამოდგა.
გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ თითო-თითო ლელო და საჯარიმო დარტყმა გაცვალეს. საქართველოს მხრიდან თავი თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, ტაიმი კი ფრედ, 10:10 მორჩა.
მეორე ნახევარი ბოჯღალოსნების მცირე უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ორი უპასუხო ლელო დაუდეს.
თავი აკა ტაბუცაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინეს. ამას მოყვა თედო აბჟანდაძის მიერ ზუსტად შესრულებული რამდენიმე საჯარიმო და ბორჯღალოსნებმა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით, 25:19 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქეს რუსეთი იქნება. შეხვედრა 1 კვირაში რუსეთში გაიმართება.










