ქალი, რომელიც ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, დღეს 8 აგვისტოს გარდაიცვალა.
12 დაშავებულიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის იმყოფებოდა.
პაციენტი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს, თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალისტების ჯგუფმა კი ბარძაყის და ბეჭის ძვლის მოტეხილობით დედაქალაქში გადაიყვანეს.
ოჯახის წევრების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ქალის მდგომარეობა შემდეგ დღეებში დამძიმდა. გარდაცვლილი სოფელ თისელის მკვიდრია.
ცნობისთვის, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა 1-ელ აგვისტოს მოხდა.
ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და სუპერმარკეტების ქსელის „მაგნიტის“ სადისტრიბუციო ავტომანქანა შეეჯახა.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აგრძელებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდება, რადგან დაშავებული გარდაიცვალა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











